Course

Current Status
Not Enrolled
Price
Free
Get Started

მოგესალმებით E მოდულზე – “ხელოვნური ინტელექტის ეპოქა რედაქციაში” – რომელიც WAN-IFRA-ს “ციფრული ანბანის” (Digital ABCs) სერიის მე-5 ნაწილს წარმოადგენს. მოდული ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით EU4IM-პროგრამის („ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისათვის“) ფარგლებში.
ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებისა და მათი გამოყენების შემთხვევების მომრავლების კვალდაკვალ, საინფორმაციო მედია მზად უნდა იყოს იმ არაერთ ეთიკურ თუ პრაქტიკულ ფაქტორზე რეაგირებისათვის, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი, განსაკუთრებით კი, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი წარმოშობს. როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება რედაქციის პროდუქტიულობისა თუ ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, აუდიტორიის მოსაზიდად და მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით? რა ეთიკურ პრობლემებს წარმოშობს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე მზარდი დამოკიდებულება? ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული როგორი პოლიტიკა და პროცედურა უნდა დანერგოს რედაქციამ? ეს მოკლე, თუმცა ამომწურავი, აქტუალური და პრაქტიკული 5-ნაწილიანი მოდული აერთიანებს თვითსწავლების ფორმატს, ონლაინქოუჩინგს (პირდაპირი ჩართვის მეშვეობით) და ჯგუფური ვებინარის სესიებს, რაც ჟურნალისტებსა და რედაქციის მენეჯერებს უნარების დახვეწა-გაუმჯობესებაში დაეხმარება.

დამატებითი ინფორმაცია “ციფრული ანბანის” (Digital ABCs) შესახებ

WAN-IFRA-ს WIN-ის (Women in News) “ციფრული ანბანი” წარმოადგენს ონლაინტრენინგის პრაქტიკულ კურსს, რომელიც ფოკუსირდება ციფრული სტრატეგიის დანერგვა-განხორციელებაზე. იგი შედგება ხუთი მოდულისა (A, B, C, D, E) და, საერთო ჯამში, დაახლოებით 40 გაკვეთილისაგან. მოდული A მიმოიხილავს ციფრული მედიის საფუძვლებს, მოდული B – ციფრულ სიმწიფესა და სტრატეგიას, მოდული C – ცვლილების მართვას, მოდული D – კონტენტის სტრატეგიას, ხოლო მოდული E – ხელოვნური ინტელექტის ეპოქას რედაქციაში. A-D მოდულები განხორციელდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, პროგრამის – “ქალები ახალ ამბებში” (Women in News) – ჩარჩოში. E მოდული კი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამა EU4IM-ის („ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისათვის“) ფარგლებში.
ციფრული ჟურნალისტიკა ჩვენი რეალობის ნაწილია და იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩენა შევძლოთ, ყველა მედიაპროფესიონალს უნდა ესმოდეს ციფრული სტრატეგია და მზად იყოს საკუთარ ორგანიზაციაში ცვლილებების განხორციელებისათვის. გლობალურმა პანდემიამ, კლიმატურმა კრიზისმა და ახალგამოჩენილმა AI-ტექნოლოგიამ ეს საჭიროება კიდევ უფრო გაამძაფრა.
WIN-მა ეს კურსი შეიმუშავა იმისათვის, რომ მედიაორგანიზაციებს დახმარებოდა ტრადიციულ ჟურნალისტიკაზე ციფრული გავრცელების მასშტაბურ ზემოქმედებასთან დაკავშირებული ცოდნის გაუმჯობესებაში და, რაც მთავარია, ამ ცოდნის პრაქტიკულ, კონკრეტულ სამოქმედო გეგმად გარდაქმნაში, რაც ხელს შეუწყობთ ბეჭდურიდან ციფრულ ფორმატზე გადასვლის პროცესში.
კურსის არსებითად აგებულია თვითმასწავლებელი (თვითმართული) საკითხავი მასალისაგან, თუმცა, ასევე ერთვის ჯგუფური დისკუსიები და შეკრებები. მიაქციეთ ყურადღება თითოეული გაკვეთილის დასაწყისში მითითებულ ცნებებს, სადისკუსიო და დასაფიქრებელ საკითხებს, რათა ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ განსახილველ თემებზე.

×